ესპანეთის ჩრდილოეთ ასტურიას რეგიონში მოხუცებულთა თავშესაფარში გაჩენილმა ხანძარმა ერთი ადამიანი იმსხვერპლა. დაშავებულია 27 ადამიანი. ცეცხლი სამსართულიანი შენობის პირველ სართულზე გაჩნდა. ხანძრის გაჩენის მიზეზი ჯერჯერობით უცნობია.
ადგილზე მეხანძრე- მაშველების მისვლის დროს ცეცხლი უკვე მთლიანად იყო გავრცელებული შენობის პირველ სართულზე.
ძლიერი ცეცხლი განსაკუთრებით იმ ოთახში იყო, სადაც მოგვიანებით მაშველებმა მსხვერპლი იპოვეს.