პრეზიდენტი ოპოზიციის წარმომადგენლებთან შეხვედრებს აგრძელებს. დღეს სალომე ზურაბიშვილი იაგო ხვიჩიას და ნიკა მელიას შეხვდა.
საქართველოს პრეზიდენტმა შეხვედრები უკვე გამართა „ლელოს“, „ნაციონალური მოძრაობის“, პარტია „საქართველოსთვის“ და „მოქალაქეების“ წარმომადგენლებთან.
ოპოზიციის წევრები აცხადებენ, რომ შეხვედრების მთავარი საკითხი ევროინტეგრაციის პროცესი და იმპიჩმენტის პროცედურებია.