პროფესიული სასწავლებლების პედაგოგთა სტაჟირება უცხოეთში

13 სექტემბერი 2023, 14:19 1243 ნახვა

აჭარაში  მოქმედი პროფესიული  სასწავლებლების - „ბლექსი“-სა და  „ახალი ტალღის“ 5 პედაგოგი გერმანიაში გადამზადდება. ისინი საკონდიტრო მიმართულებით პროფესიულ კვალიფიკაციას აჭარის განათლების სამინისტროს - „პროფესიული განათლების ხელშეწყობა“ პროგრამის ფარგლებში აიმაღლებენ. პედაგოგთა  გადამზადებას   სამინისტრო 5 ათასი ლარით აფინანსებს.  ქვეყნების ჩამონათვალი საკმაოდ გრძელია და მათ შორისაა როგორც ევროპული ქვეყნები, ასევე ამერიკის შეერთებული შტატები, იაპონია,  ნორვეგია და სხვა. 

ამ ეტაპზე, პროფესიული სასწავლებლების  -  „ბლექსი“-სა და „ახალი ტალღის’   მასწავლებლები  , გერმანიის საერთაშორისო  საზოგადოების ჯი-აი-ზეტის  თანამშრომლობით რავესნბურგის პროფესიულ სასწავლებელში გადამზადდებიან.  მათთან ერთად  გაემგზავრებიან ასევე  სასწავლებლების ხელმძღვანელები, სამომავლო ურთიერთობების  გასაღრმავებლად.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი