„აბა მიციკი'' - ხელვაჩაურის დასის სპექტაკლის არასაკონკურსო ჩვენება გაიმართა ბათუმის თოჯინების თეატრში. სპექტაკლი თოჯინების საერთაშორისო ფესტივალის ფარგლებში იმართება, რომლის ფარგლებში დღეს მსახიობებისთვის მოწვეული ჟიური მასტერკლასსაც გამართავს.
დღესვე უნდა გამოვლინდეს 7 ნომინაციაში გამარჯვებული სპექტაკლები.
ფესტივალი 8 სექტემბერს დაიწყო და ჯამში 10 სპექტაკლის ჩვენება გაიმართა, მათგან 2 არასაკონკურსოა.