თოჯინების თეატრის საერთაშორისო ფესტივალი

12 სექტემბერი 2023, 19:57 970 ნახვა

ელენე მაცხონაშვილის სპექტაკლის „წერილი ჯერალდინას“ჩვენება მიმდინარეობს ბათუმის   თოჯინების თეატრში.რეჟისორის გადაწყვეტილებით  ,დეტალების კარგად აღსაქმელად  მაყურებელი სპექტაკლს  სცენიდანვე აკვირდება ,შესაბამისად  მაყურებელთა შეზღუდული ადგილების გამო  ჩვენება ზედიზედ ორჯერ გაიმართა. მანამდე კი მაყურებელმა  ნინო  მაღლაკელიძის  სპექტაკლი  „მახინჯი იხვის ჭუჭული „ნახა,რომლის ჩვენებამ უწყვეტი ტაშისა და ოვაციების ფონზე  ანშლაგით ჩაიარა.საყოფაცხოვრებო ნივთებით შექმნილი თოჯინების  ოსტატურად  თამაშმა  პატარების და არამარტო მათი განსაკუთრებული აღფრთოვანება დაიმსახურა.„მახინჯი იხვის ჭუჭული „თოჯინების საერთაშორისო თეატრალური ფესტივალის საკონკურსო    სპექტაკლია.სპექტაკლების საჩვენებელი და საკონკურსო სეანსები უკვე მეხუთე დღეა მიმდინარეობს.7 ნომინაციაში გამარჯვებული სპექტაკლები ხვალ, ფესტივალის დახურვის ღონისძიებაზე  გამოვლინდება.

სოფიკო მაკარაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში