პარლამენტში დაწყებული პროცესი საკონსტიტუციო სასამართლოში გრძელდება, შესაბამისად ახლა მთავარი კითხვაა დაბრუნდება თუ არა პროცედურები ისევ საკანონმდებლო ორგანოში და მივა თუ არა საქმე პრეზიდენტის იმპიჩმენტამდე.
დასკვნის დასადებად პლენუმს 1 თვე აქვს, თუმცა რა ვადას გამოიყენებს ვერდიქტის გამოსატანად და რას დაადგენს სასამართლო ჯერ უცნობია. იქამდე კი პოლიტიკოსების განწყობები პარტიული კუთვნილების შესაბამისად არაერთგვაროვანია.
ოპოზიცია ამ დრომდე გამორიცხავს სალომე ზურაბიშვილის ვადაზე ადრე გადაყენებისთვის საჭირო კენჭისყრაში მონაწილეობას, სწორედ მათი მხრადჭერა სჭირდება მმართველ პარტიას იმისთვის, რომ ვქეყნის მეხუთე პრეზიდენტი თანამდებობას ჩამოაშორონ.
''ქართულ ოცნებაში'' კი მოლოდინი აქვთ, რომ სასამართლო ობიექტურ გადაწყვეტილებას მიიღებს.