შეხვედრა ერგნეთში

12 სექტემბერი 2023, 11:00 511 ნახვა

ერგნეთში ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის ფარგლებში რიგით 114-ე შეხვედრა დაიწყო.  

მონაწილეები გამყოფ ხაზთან, წინა შეხვედრიდან დღემდე მომხდარ ინციდენტებს განიხილავენ, ქართული მხარე უკანონოდ დაკავებული მოქალაქეების უპირობო გათავისუფლებას მკაცრად მოითხოვს. ამ დრომდე ცხინვალში საქართველოს 4  მოქალაქე რჩება.  მხარეები ჰუმანიტარულ საკითხებზეც იმსჯელებენ.

სუს-ისვე ინფორმაციით,  ბოლო პერიოდში ბორდერიზაციის  ფაქტები დადასტურდა გორისა და ქარელის მუნიციპალიტეტებში,  რაც მათი ინფორმაცით,  უკავშირდება ე.წ -ლი ხანძარსწინააღმდეგო ხნულების გავლებას. 

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი