პრემიერის იმპიჩმენტის საკითხი 

12 სექტემბერი 2023, 12:00 650 ნახვა

როგორც იცით, პრეზიდენტის იმპიჩმენტს ოპოზიციის მხარდაჭერაც სჭირდება, საპარლამენტო უმცირესობას კი სხვა პოლიტიკური  დღის წესრიგი   აქვს, ისინი პრემიერ-მინისტრის იმპიჩმენტს ითხოვენ.    

ირაკლი ღარიბაშვილის გადადგომის შესახებ განცხადებები  დღეს კიდევ ერთხელ სპეციალურ ბრიფინგებზე  პარტიებმა ''ლელომ'' და ''სტრატეგია აღმაშენებელმა'' გააკეთეს.  ოპოზიციონერი ლიდერების მთავარი მოთხოვნაა გამოქვეყნდეს ინფორმაცია და წყარო ფინანსების, რითიც ირაკლი ღარიბაშვილი ჩარტერული რეისით მიუნხენში გაემგზავრა, საუბრობენ კორუფციისა და თანამდებობის ბოროტად გამოყენების ნიშნებზე.

პარტია ''ლელო'' იმპიჩმენტის პროცედურის დასაწყებად ხმების მობილიზებისთვის კოლეგებთან კონსულტაციებს უახლოეს პერიოდში დაიწყებს, თუმცა ამ იდეას და ინიციატივას არ იზიარებს პარტია ''საქართველოსთვის'', ამიტომ სავარაუდოა, რომ ოპოზიცია პროცედურის დასაწყებად საჭირო ხმების მობილიზებას ვერ შეძლებს.

მარიამ ურუშაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი