თოჯინების თეატრის საერთაშორისო ფესტივალი 

12 სექტემბერი 2023, 11:08 809 ნახვა

„მახინჯი იხვის ჭუჭული''  - თოჯინების საერთაშორისო  თეატრალური  ფესტივალი  ნინო მაღლაკელიძის სპექტაკლის ჩვენებით  გრძლელდება. ანდერსონის ზღაპრის  მიხედით შექმნილი სპექტაკლის ნახვა  მაყურებელს უფასოდ,  13 საათზე, ბათუმის თოჯინების თეატრში შეეძლება.   

19  საათზე კი  ელენე მაცხონაშვილის  სპექტაკლის  „წერილი ჯერალდინას“ ორი  კამერული  ჩვენებაა დაგეგმილი, ასევე  დღის განმავლობაში  მოწვეული   ჟიური  ქართველი  მსახიობებისთვის  მასტერკლასებს გამართავს. სპექტაკლების    საჩვენებელი  და  საკონკურსო  სეანსები   უკვე  მეხუთე  დღეა მიმდინარეობს.

7 ნომინაციაში   გამარჯვებული სპექტაკლები  ხვალ  ფესტივალის   დახურვის ღონისძიებაზე  გამოვლინდება.   

სოფიკო მაკარაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში