სოფელ ხაბელაშვილებში ეთნოგრაფიული მუზეუმი გაიხსნა. მასში განთავსებულია ჭვანის ხეობის სხვადასხვა სოფლის ეთნოგრაფიული ყოფაცხოვრების ამსახველი 150-მდე ექსპონატი და ხალხური რეწვის ნიმუში, რომლებიც სპეციალურად მუზეუმისთვის ამავე სოფლის მკვიდრმა ტარიელ ბოლქვაძემ შეაგროვა. შუახევში ხუთი მუზეუმი ფუნქციონირებს, სადაც ასობით უნიკალური ექსპონატი ინახება.