ამ ხელმოწერებით დაიწყო ლუსტრაციის პროცესი, ეს ყველაფერი ეწინააღმდეგება ჩვენი ქვეყნის ისტორიულ არჩევანს, გახდეს ევროკავშირის სრულუფლებიანი წევრი - გიორგი მსხილაძე

11 სექტემბერი 2023, 13:59 536 ნახვა

დღეს პარლამენტში ჩემი მოსვლის მიზეზია, მენახა ხელმოწერები, რითაც მმართველი გუნდი აპირებს, სარჩელით მიმართოს საკონსტიტუციო სასამართლოს, როცა ვნახავთ, რა დაწერეს სარჩელში, ამის შემდეგ გვექნება პასუხი, – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანმა, გიორგი მსხილაძემ განაცხადა.

მისივე განცხადებით, მმართველმა გუნდმა უნდა განმარტოს, რატომ ახორციელებენ ოკუპანტი ქვეყნის, რუსეთის პირდაპირ მესიჯბოქსს, რომ მათ საქართველოში პრეზიდენტის აქტივობის გარდა, ყველაფერი აკმაყოფილებთ.

„დღეიდან დაიწყო ლუსტრაციის პროცესი, ეს დაიწყო სწორედ ამ ხელმოწერებით. ეს ყველაფერი ეწინააღმდეგება ჩვენი ქვეყნის ისტორიულ არჩევანს, გახდეს ევროკავშირის სრულუფლებიანი წევრი. ლუსტრაცია დაიწყო იმის, თუ ვინ იქნება ამის მხარდამჭერი და ვინ დაუჭერს პროცესს მხარს. ეს არჩევანი განპირობებულია ქართველი ხალხის ისტორიული არჩევანით, რაც განპირობებულია კონსტიტუციით. ვინც ამის წინააღმდეგი იქნება, ის იქნება ქვეყნის ევროინტეგრაციის წინააღმდეგი.

მმართველმა გუნდმა უნდა განმარტოს, რატომ ახორციელებენ ოკუპანტი ქვეყნის, რუსეთის პირდაპირ მესიჯბოქსს, რომ მათ საქართველოში პრეზიდენტის აქტივობის გარდა, ყველაფერი აკმაყოფილებთ. ამ განცხადების შემდეგ რამდენიმე დღეში პრეზიდენტის იმპიჩმენტის პროცედურა დაიწყო. ყველაფერი დღესავით ნათელია, ვისაც დანახვა უნდა, დაინახავს და გაგება უნდა, გაიგებს. როცა ვნახავთ, რა დაწერეს სარჩელში, ამის შემდეგ გვექნება პასუხი“,- განაცხადა გიორგი მსხილაძემ.

პარლამენტის საპროცედურო საკითხთა კომიტეტი დღევანდელ სხდომაზე პრეზიდენტის იმპიჩმენტთან დაკავშირებით დეპუტატების ხელმოწერების ნამდვილობას დაადგენს.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი