''ნაციონალური მოძრაობა“ საგამოძიებო ორგანოებს მოუწოდებს შოვის ტრაგედიასთან დაკავშირებით მაღალი პოლიტიკური თანამდებობის პირების, პრემიერის, შინაგან საქმეთა და ეკონომიკის მინისტრების გულგრილობაზე გამოძიება დაიწყოს.
ლევან ხაბეიშვილმა ბრიფინგზე აღნიშნა, რომ შოვის ტრაგედია „ქართული ოცნების“ დანაშაულებრივი უმოქმედობის, გულგრილობის და კორუფციული ინტერესების შედეგია.