პუტინი დამარცხდა - ბლინკენი

11 სექტემბერი 2023, 11:05 515 ნახვა

აშშ-ს სახელმწიფო მდივანმა ტელეარხ ეი-ბი-სის ეთერში ჯორჯ სტეფანოპულოსის გადაცემაში მონაწილეობისას განაცხადა, რომ  პუტინი უკვე დამარცხდა იმაში, რისი მიღწევაც სურდა.

გასულ ოთხშაბათს ბლინკენის უკრაინაში ბოლო ვიზიტის დროს რუსეთის საოკუპაციოს ძალების თავდასხმამ  17 ადამიანი იმსხვერპლა. პრეზიდენტმა  ზელენსკიმ დაგმო თავდასხმა, რომელიც აღმოსავლეთის ფრონტის ქალაქ კოსტიანტინივკის ხალხმრავალ ბაზარში მოხდა. მისი თქმით, დაღუპულთა შორის ერთი ბავშვია, დაშავებულია 32 ადამიანი.

ბლინკენი აშშ-ის პირველი მაღალჩინოსანი იყო, რომელიც  კიევს ივნისის დასაწყისში კონტრშეტევის დაწყების შემდეგ ეწვია. ბლინკენმა უკრაინისთვის მილიარდ დოლარიანი დახმარების ახალი პაკეტის გამოყოფის შესახებ განაცხადა, რომელიც უკრაინის საჰაერო თავდაცვის მხარდაჭერასაც მოიცავს.

გუგული ბერიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი