უხვი ნალექით შექმნილ პრობლემებს ებრძვიან სამეგრელოშიც. ზუგდიდში ძლიერი წვიმების გამო დაიტბორა ეზოები და გზის სავალი ნაწილები. განსაკუთრებით, მძიმე ვითარებაა მესხიას, გამსახურდიას, ქუთაისისა და თავისუფლების ქუჩებზე.
რამდენიმე ქუჩაზე, სანიაღვრე სისტემამ წყალი ვერ გაატარა, შედეგად დაიტბორა საცხოვრებელი სახლების პირველი სართულები, დაზიანდა ავეჯი, საოჯახო ტექნიკა და ნივთები.
სახლების პირველი სართულებიდან წყლის ამოტუმბვის სამუშაოები მიმდინარეობს.