ჯოზეფ ბორელის და ირაკლი ღარიბაშვილის პრესკონფერენცია

08 სექტემბერი 2023, 15:08 486 ნახვა

„ეს არის ცალსახა გზავნილი, რომ ევროკავშირი დგას საქართველოს და ქართველი ხალხის გვერდით. ჩვენ ამას ძალიან ვაფასებთ'' – განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელ ჯოზეფ ბორელთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე.  

ირაკლი ღარიბაშვილმა მთავარი აქცენტი პოლარიზაციაზე გააკეთა, რომელმაც, მისი თქმით რეკომენდაციების განსაზღვრის შემდეგ უფრო მოიმატა ვიდრე შემცირდა. 

ჯოზეფ ბორელმა თქვა, რომ ევროკავშირის წევრობა არის ყველაზე დიდი ტრანსფორმაციული ძალა და უსაფრთხოების ვალდებულება, რაც შეიძლება ქვეყანამ აიღოს. მან საქართველოში ვიზიტის სამ მთავარ გზავნილს გაუსვა ხაზი. 

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში