ე. წ ფარული მოსმენების კანონი

01 მარტი 2017, 00:00 2061 ნახვა

ამ წუთებში პარლამენტი ფარულ მოსმენა - მიყურადებასთან დაკავშირებულ საკანონმდებლო პაკეტს განიხილავს და კენჭისყრაზე დააყენებს. აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით, პრეზიდენტის განკარგულებით, მოწვეულია პარლამენტის რიგგარეშე სხდომა. როგორც მოსალოდნელია, საპარლამენტო ოპოზიცია კანონპროექტის მესამე მოსმენით განხილვაში მონაწილეობას არ მიიღებს. 17 კანონპროექტისგან შემდგარი პაკეტის მთავარი სიახლე არის ის, რომ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის სისტემაში იქმნება საჯარო სამართლის იურიდიული პირი, ოპერატიულ-ტექნიკური სააგენტო, რომელსაც ფარულ მოსმენა-მიყურადებაზე ექსკლუზიური უფლებამოსილება ექნება. 

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი