პრეზიდენტის იმპიჩმენტის საკითხი არის რისკი, რაც კიდევ უფრო დაძაბავს სიტუაციას და პოლარიზაციას გაზრდის - ჯოზეფ ბორელი

08 სექტემბერი 2023, 14:05 405 ნახვა

ევროკავშირის უმაღლეს წარმომადგენელის, ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტის, ჯოზეფ ბორელის განცხადებით, პრეზიდენტის იმპიჩმენტის საკითხი არის რისკი და პოლარიზაციას კიდევ უფრო გაზრდის.

როგორც ჯოზეფ ბორელმა აღნიშნა, ამ ისტორიულ მომენტში თანამშრომლობაა საჭირო.

„პრეზიდენტის იმპიჩმენტის საკითხი არის რისკი, რაც კიდევ უფრო დაძაბავს სიტუაციას და პოლარიზაციას გაზრდის. ყველა ინსტიტუტი უნდა მუშაობდეს ერთად და ძლიერად უჭერდეს მხარს ქვეყანას ევროპულ გზაზე. საქართველოს აქვს პოტენციალი, წარმატებული იყოს ამ პროცესში. თქვენ გაქვთ ძლიერი ადმინისტრაცია, თქვენ გყავთ ცოცხალი სამოქალაქო სექტორი და ამ ისტორიულ მომენტში წარმატებისთვის გჭირდებათ თანამშრომლობა “, – განაცხადა ბორელმა პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი