ოზურგეთის და ჩოხატაურის მუნიციპალიტეტებს ელექტროენერგია სტაბილურად, ხოლო ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის სოფლების ნაწილს შეფერხებით მიეწოდება -„ენერგო-პრო ჯორჯია“ 

08 სექტემბერი 2023, 13:12 455 ნახვა

გურიაში ჩამოწოლილმა მეწყერმა და ადიდებულმა მდინარეებმა დააზიანეს „ენერგო-პრო ჯორჯიას“ კუთვნილი ელექტროქსელის ნაწილი, – ამის შესახებ აღნიშნულია „ენერგო-პრო ჯორჯიას“ ინფორმაციაში.

მათივე განცხადებით, ოზურგეთის და ჩოხატაურის მუნიციპალიტეტებს ელექტროენერგია სტაბილურად, ხოლო ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის სოფლების ნაწილს შეფერხებით მიეწოდება.

„გურიაში ჩამოწოლილმა მეწყერმა და ადიდებულმა მდინარეებმა დააზიანეს „ენერგო-პრო ჯორჯიას“ კუთვნილი ელექტროქსელის ნაწილი. ოზურგეთის და ჩოხატაურის მუნიციპალიტეტები სტაბილურად მარაგდებიან ელექტროენერგიით. ელექტროენერგია შეფერხებით მიეწოდება ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის სოფლების ნაწილს.

კომპანიის ტექნიკური ბრიგადები ამ წუთებში აქტიურად მუშაობენ სტიქიის გამო დაზიანებული ქსელის აღდგენით სამუშაოებზე. აბონენტების ნაწილს უკვე მიეწოდა ელექტროენერგია. აღდგენით სამუშაოებს აფერხებს ჩამოწოლილი მეწყრის და ადიდებული მდინარეების გამო გამოწვეული დაზიანებებამდე მისასვლელი გზების ჩახერგვა. თუმცა, „ენერგო-პრო ჯორჯიას“ ტექნიკური სამსახური ყველაფერს აკეთებს, რომ შეძლებისდაგვარად დროულად მოხერხდეს აბონენტებისთვის ელექტროენეგრიის მიწოდება“, – აცხადებენ კომპანიაში.

კომპანიის ტექნიკური სამსახურის ცნობით, დღის ბოლომდე აბონენტების უმრავლესობას აღუდგება ენერგომომარაგება.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი