კუბის შსს-მ უკრაინაში რუსეთის არმიისთვის მოქალაქეების დაქირავებაში ჩართული 17 პირი დააკავა

08 სექტემბერი 2023, 10:05 522 ნახვა

კუბის შს სამინისტროს განცხადებით დაკავებულია 17 პირი, რომლებიც უკრაინაში რუსეთის არმიისთვის კუბელების დაქირავებაში იყვნენ ჩართული.

სააგენტო „როიტერის“ ცნობით, შსს-ს პოლკოვნიკის განცხადებით დაკავებულთა შორის არის ორგანიზატორიც, თუმცა უწყების ხელმძღვანელი ეჭვმიტანილების ვინაობას არ ასახელებს.

დაკავებულებს ბრალად ედებათ ადამიანებით ვაჭრობა, საბრძოლო მოქმედებებში დაქირავებულის სტატუსით მონაწილეობა და სახელმწიფოს მიმართულ მტრული მოქმედება.

სასჯელის სახით მათ 30 წლიანი პატიმრობა, სამუდამო პატიმრობა ან სიკვდილით დასჯა ემუქრებათ.

ანა ვაშაყმაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი