2 მილიონ 503 ათასი ლარი დაიხარჯება ქობულეთში რუსთაველის ქუჩის რეაბილიტაციისთვის. ერთდროულად 4 ინფრასტრუქტურული პროექტი - რუსთაველის ქუჩის მეორე შესახვევისა და სამი ჩიხის რეაბილიტაცია მიმდინარეობს. მოეწყობა სანიაღვრე არხები, დაიგება ფილები და რეაბილიტაცია ჩაუტარდება ქუჩის დაზიანებულ ნაწილებსაც. გამგებლის ინფორმაციით, სამუშაოები ივლისის ბოლოსთვის დასრულდება.