აჭარის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძე არაბთა გაერთიანებული საემიროებიდან სასტუმროთა ქსელ Rotana-ს ხელმძღვანელ პირებს შეხვდა. თორნიკე რიჟვაძემ საინვესტიციო ჯგუფს აჭარის საინვესტიციო პოტენციალი და ტურისტული შესაძლებლობები გააცნო. მისი განცხადებით ქვეყანა ინარჩუნებს სტაბილურ ბიზნეს გარემოს.
გაერთიანებულ არაბთა საამიროების საინვესტიციო ჯგუფი საქართველოში პირველად განახორციელებს პროექტს, რომლის მოცულობა 71 მლნ აშშ დოლარი იქნება.
პროექტი ითვალისწინებს გონიოში 5 ვარსკვლავიანი, 546 ნომრიანი, სასტუმრო კომპლექსის მშენებლობას. სასტუმროთა ქსელი Rotana ამჟამად ახლო აღმოსავლეთში, აფრიკაში, აღმოსავლეთ ევროპაში და თურქეთში 73 სასტუმროს მართავს, რომლებიც წელიწადში 6 მილიონზე მეტ სტუმარს ემსახურება. დღესვე აჭარის მთავრობის თავმჯდომარე საქართველოში არაბთა გაერთიანებული საამიროების ელჩს შეხვდა.
მთავრობის ინფორმაციით, შეხვედრაზე საუბარი შეეხო აჭარაში არაბული საინვესტიციო პროექტის განხორციელების და მსოფლიო ლიდერი ბრენდი როტანას შემოყვანის მნიშვნელობას.