ფესტივალი „ ზე-კართან“

06 სექტემბერი 2023, 11:44 711 ნახვა

ფესტივალი "ზე-კართან" დღეს ხულოში შემაჯამებელი შეხვედრით დასრულდება. ღონისძიება ხულოს თეატრის შენობაში ამ წუთებში იწყება. დღეს ხულოს მოსახლეობის წინაშე გამოვლენ გიორგი კეკელიძე, სულხან წულუკიძე, როინ აბუსელიძე, ნინო მოდრეკილაძე, გიო ზედვაკელი და ანა კორძაია - სამადაშვილი. მწერლები, პოეტები და გამომცემლები სპეციალურად ფესტივალის ფარგლებში სამი დღის განმავლობაში მაღალმთიან აჭარაში იმყოფებიან. ფესტივალის ფარგლებში უკვე ჩატარდა რამდენიმე ლექცია თემაზე "თავისუფლება".   საერთაშორისო ლიტერატურული ფესტივი "ზე-კართან" 11 წლისაა და მასში ყოველ წელს მონაწილეობენ უცხოელი მწერლებიც, რომლებსაც თავიანთი საქმიანობით შემხებლობა აქვთ საქართველოსთან. ფესტივალზე სპეციალური ფასდაკლებით წიგნების გამოფენა- გაყიდვაც მიმდინარეობს.

თამუნა ხოზრევანიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი