პრიგოჟინის ამბოხების შემდეგ გენერალი სუროვკინი საჯაროდ პირველად გამოჩნდა

05 სექტემბერი 2023, 10:02 535 ნახვა

"გენერალი სერგეი სუროვიკინი გარეთაა. ცოცხალი, ჯანმრთელი, სახლში,  ოჯახთან ერთად, მოსკოვში.  ფოტო გადაღებულია დღეს", - ამ წარწერით გადაყენებული გენერლის სურათს სოციალურ ქსელში ცნობილ რუსი ჟურნალისტი და ტელეწამყვანი  ქსენია სობჩაკი ავრცელებს. რუსი გენერალი სერგეი სუროვიკინი საჯაროდ ივნისში ვაგნერის მიერ რუსეთის ხელისუფლების წინააღმდეგ  შეწყვეტილი აჯანყების შემდეგ  არ გამოჩენილა. 

სხვადასხვა მედიასაშუალებამ გაავრცელა ინფორმაცია, რომ სუროვიკინმა დაკარგა  კრემლის კეთილგანწყობა  ვაგნერის ჯგუფის  მებრძოლების მიერ შეწყვეტილი აჯანყების შემდეგ.   

სუროვიკინმა, რომელმაც სირიის სამოქალაქო ომში მეტსახელი "გენერალი არმაგედონი" მიიღო,  პასუხისმგებელი იყო მოსკოვის სამხედრო შეჭრაზე უკრაინაში, სანამ ამ პოზიციას იანვარში გენერალური შტაბის უფროსს გენერალ ვალერი გერასიმოვს გადასცემდა.

გუგული ბერიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში