ფესტივალი "ზე-კართან" გრძელდება, რომლის ფარგლებშიც უკვე ჩატარდა რამდენიმე ლექცია თემაზე ,,თავისუფლება“ . გუშინ ფრიდონ და ზაზა ხალვაშების ხელოვნების სივრცეში მოეწყო ფილმის "ნამეს" ჩვენება.
ფილმი 2018 წელს ოსკარზე იყო ნომინირებული და მიღებული აქვს არაერთი პრემია. მასში მთავარ როლს აჭარის ტელევიზიის შემოქმედებითი განყოფილების მთავარი ოპერატორი ალეკო აბაშიძე თამაშობდა, რომელიც რამდენიმე დღის წინ გარდაიცვალა. ფესტივალის მეორე ნაწილი ტარიელ ფუტკარაძის სახლ-მუზეუმში ჩატარდება.
მთელი დღის განმავლობაში მწერლები და გამომცემლები ადგილობრივების წინაშე მრავალფეროვანი პროგრამით წარსდგებიან. ფესტივალი "ზე-კართან" წელს მეთერთმეტედ იმართება.