საერთაშორისო ლიტერატურული ფესტივალი „ზე- კართან“

04 სექტემბერი 2023, 18:11 1061 ნახვა

საერთაშორისო ლიტერატურული ფესტივალი „ ზე- კართან“ გაიხსნა. ფესტივალი დაინტერესებულ პირებს  6 სექტემბრამდე ქედაში, შუახევსა და ხულოში უმასპინძლებს. ფესტივალის მიზანი ლიტერატურის პოპულარიზაციაა. ტრადიციულად მასპინძლობს მწერლებსა და გამომცემლებს როგორც საქართველოს მასშტაბით,ასევე უცხოეთიდან. პროგრამა ითვალისიწინებს   ლექციებს, კონცერტებსა და გამოფენებს. იქნება ზაზა ხალვაშის ფილმის "ნამეს" ჩვენება. წელს მეორედ გაიმართება წიგნების გამოფენა-გაყიდვა. ფესტივალი  უკვე მე-11 -ედ ტარდება და წელსაც აჭარის განათლების,კულტურისა და სპორტის სამინისტროს მიერ გამოცხადებული საგრანტო კონკურსის გამარჯვებულია.

თამუნა ხოზრევანიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში