ტაივანს ქარიშხალმა ჰაიკუიმ გადაუარა

04 სექტემბერი 2023, 14:03 463 ნახვა

40-ზე მეტი ადამიანი დაშავდა  ტაივანში ტაიფუნ ჰაიკუის შედეგად.  სტიქიამ ხეები დაგლიჯა, ავტომობილები დააზიანა და ქუჩები დატბორა. 

დაიხურა სკოლები და ბიზნესობიექტები, ხოლო შიდა ავიახაზებმა გააუქმეს ფრენები. ეს  ბოლო ოთხი წლის განმავლობაში პირველი ტაიფუნი იყო, რომელიც პირდაპირ ტაივანს დაატყდა თავს.

ტაივანის სახანძრო დეპარტამენტი ერთი დაღუპულის შესახებ  ავრცელებს ინფორმაციას.

მეტეოროლოგები ტაივანში ძლიერი წვიმის შენარჩუნებას კვირის შუა რიცხვებამდე პროგნოზირებენ.

გუგული ბერიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი