კლინიკების ნაწილისთვის ახალი რეგულაციები ამოქმედდება. დამატებითი სტანდარტების დაკმაყოფილება იმ სამედიცინო დაწესებულებებს მოუწევთ, სადაც ქიმიოთერაპიის პროცედურები და ბარიატრიული, ანუ წონის კლების ოპერაციები ტარდება.
კლინიკებში განმარტავენ, რომ ცვლილების მიზანი, პაციენტის უსაფრთხოებისა და სამედიცინო მომსახურების ხარისხის გაზრდაა.
ქიმიოთერაპიის ნაწილში ახალი რეგულაციები მომავალი წლის იანვრიდან, ბარიატრიული ოპერაციების შემთხვევაში კი ოქტომბრიდან ამოქმედდება. კლინიკებს მსგავსი ოპერაციიის ჩატარების ნებართვის მისაღებად 2023 წლის 1 ოქტომბრამდე აქვთ დრო.
კიდევ ერთი ოპერაცია, რომლისთვისაც გაიდლაინები შეიქმნა ჯანდაცვის სამინისტროს მხრიდან, ქიმიოთერაპიის მომსახურებას ეხება. აქ ცვლილებები ეხება როგორც ინფრასტრუქტურას, ასევე მედპერსონალს.