ევროპული საბჭოს განცხადება

02 სექტემბერი 2023, 12:04 592 ნახვა

მმართველი გუნდის მიერ კანონდარღვევაში დადანაშაულებული პრეზიდენტისა და შარლ მიშელის შეხვედრის შესახებ ევროპული საბჭო განცხადებას ავრცელებს. საქართველოსთვის ევროპული პერსპექტივის მინიჭება ისტორიული შესაძლებლობაა, რომელიც ხელიდან არ უნდა იქნას გაშვებული, წერია განცხადებაში.

„პრეზიდენტი მიშელი საქართველოს პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს ბრიუსელში გუშინ შეხვდა. ლიდერებმა ევროკავშირი-საქართველოს ურთიერთობები განიხილეს ისევე, როგორც რეგიონში მიმდინარე  მოვლენები და უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის ომის შედეგი საქართველოსთვისა და სამხრეთ კავკასიისთვის.

პრეზიდენტმა მიშელმა ხაზი გაუსვა ევროპული საბჭოს მიერ საქართველოსთვის ევროპული პერსპექტივის მინიჭების შესახებ გადაწყვეტილებას, როგორც ისტორიულ შესაძლებლობას, რომელიც ხელიდან არ უნდა იქნას გაშვებული. მან გაიმეორა ევროკავშირის ერთგულება, მხარი დაუჭიროს საქართველოს თავის ევროპულ გზაზე. მან ასევე ხაზი გაუსვა ქვეყნის საჭიროებას კიდევ უფრო გააღრმავოს რეფორმები, განსაკუთრებით სამართლის, დეოლიგარქიზაციის, დეპოლარიზაციის კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლისა და მედიაპლურალიზმის მიმართულებით.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი