დღესვე საკრებულოს სხდომაზე ხუთი პეტიცია განიხილეს. მათ შორის იყო სოფელ წინსვლაში ქუჩების რეაბილიტაცია, სოფელ ერგეში საბავშვო ბაღის მშნებლობა, ასევე ხელვაჩაურის სოფლებში, დამისამართების, აბრებისა და ნიშნულების განთავსების საკითხი. მოსახლეობის მიერ მომზადებული პეტიცია ასევე შეეხებოდა ახალსოფელში სტადიონის მიმდებარე ტერიტორიაზე სკვერის მოწყობას და მახოში, კულტურული ცენტრის აშენებას. ხუთივე მოთხოვნა უმრავლესობამ მოიწონა და გადაწყდა, რომ მიმდინარე წელს გამგეობა პროექტებს შეიძენს და თანხებს კი 2018 წლის ბიუჯეტში გაითვალისწინებს.