საკრებულოს   სხდომა

28 თებერვალი 2017, 00:00 3110 ნახვა

ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტი მილიონ 9 ათას 152 ლარით გაიზარდა. თანხები ძირითადად გზების რეაბილიტაციას და სოფლების სასმელი წყლით უზრუნველყოფას მოხმარდება. დამონტაჟდება სოფლებში გარე განათების ბოძები და გარემონტდება ამბულატორიები. ფინანსურ დოკუმენტში ცვლილების შეტანის საკითხი და პრიორიტეტები გააპროტესტეს ნაციონალური მოძრაობის წევრებმა. მოხდა სიტყვიერი დაპირისპირება. ნაციონალური მოძრაობის ფრაქციის წევრებმა პროტესტის ნიშნად სხდომათა დარბაზი დატოვეს. დღეს სხდომაზე  საფლავის გამოყოფისა და დაკრძალვის მომსახურების საფასურიც დაადგინეს. დღეიდან ის ვინც მუნიციპალიტეტის მცხოვრები არ არის ხელვაჩაურის ტერიტორიაზე 1 საფლავის შესაძენად 250 ლარს გადაიხდის.

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი