''ქართული ოცნება'' სალომე ზურაბიშვილის იმპიჩმენტის პროცედურას იწყებს

01 სექტემბერი 2023, 12:08 752 ნახვა

კონსტიტუციის შესაძლო დარღვევა ''ქართულმა ოცნებამ'' რეაგირების გარეშე არ დატოვა. სახელისუფლებო პარტია პრეზიდენტის იმპიჩმენტის პროცედურას იწყებს. მიზეზად სალომე ზურაბიშვილის საზღვარგარეთ  შეხვედრებს ასახელებენ, რომლის უფლება მთავრობამ მას არ მისცა.   

შეახსენეს კონსტიტუციის კონკრეტული მუხლიც, მაგრამ ზურაბიშვილი მაინც ჩავიდა გერმანიაში.

უმრავლესობა უახლოეს დღეებში საკონსტიტუციო სასამართლოს სარჩელით მიმართავს და სასამართლომ დასკვნით თუ დაადასტურა პრეზიდენტის მიერ კონსტიტუციის დარღვევა ან მის ქმედებაში დანაშაულის ნიშნების არსებობა, პარლამენტი დასკვნის წარდგენიდან 2 კვირის ვადაში განიხილავს და კენჭს უყრის იმპიჩმენტის წესით მისი თანამდებობიდან გადაყენების საკითხს. თუმცა ამ შემთხვევაში მაინც საჭიროა 100 პარლამენტარის მხარდაჭერა. 

სიმონ შანავა
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი