დღეს "დინამო" ბათუმი საკუთარ მოედანზე წყალტუბოს „სამგურალს" დაუპირისპირდება

01 სექტემბერი 2023, 11:43 713 ნახვა

დღეს "დინამო" ბათუმი ეროვნული ლიგის 24-ე ტურის შეხვედრაში წყალტუბოს "სამგურალს" უმასპინძლებს. ამ გუნდების შორის მიმდინარე სეზონში გამართული ორი მატჩიდან ერთი "დინამომ" მოიგო, ერთი კი ფრედ დასრულდა.

ამ დროისთვის შავიზღვისპირელები ეროვნული ლიგის სატურნირო ცხრილს 49 ქულით ერთპიროვნულად ლიდერობენ. ხოლო "სამგურალი" 39 ქულით მე-5 პოზიციაზე იმყოფება.

"დინამოსა" და "სამგურალის" მატჩი "ბათუმი არენაზე" 21:00 საათზე დაიწყება.

ზურა დიასამიძე
სპორტული ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში