სალომე ზურაბიშვილი ბრიუსელში ხვალ შარლ მიშელს შეხვდება

31 აგვისტო 2023, 20:35 684 ნახვა

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ხვალ ევროპული საბჭოს პრეზიდენტს, შარლ მიშელს ბრიუსელში შეხვდება. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის პრესსამსახური ავრცელებს.

შარლ მიშელისა და სალომე ზურაბიშვილის შეხვედრის შესახებ აღნიშნულია ევროპული საბჭოს ვებგვერდზეც.

სალომე ზურაბიშვილი დღეს  ბერლინში გერმანიის პრეზიდენტს, ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერს შეხვდა. ოფიციალური ინფორმაცია დღევანდელი შეხვედრის შესახებ ამ დრომდე არ გავრცელებულა. შეხვედრის ამსახველი ფოტო და ვიდეო მასალა სალომე ზურაბიშვილმა სოციალური ქსელებით გაავრცელა. გერმანიის პრეზიდენტის ოფიციალურ ვებგვერდზე გამოქვეყნდა მხოლოდ ფოტო წარწერით – „მოლაპარაკებები სალომე ზურაბიშვილთან“.

30 აგვისტოს საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციამ გაავრცელა ინფორმაცია, რომლის მიხედვითაც, სალომე ზურაბიშვილი 31 აგვისტოდან ევროპელ ლიდერებთან შეხვედრებს იწყებდა. პრეზიდენტის ადმინისტრაციაში განაცხადეს, რომ შეხვედრები კანდიდატის სტატუსს უკავშირდება. მოგვიანებით საქართველოს მთავრობამ სალომე ზურაბიშვილისთვის სამუშაო ვიზიტებზე უარის თქმასთან დაკავშირებით გაავრცელა განცხადება. როგორც განცხადებაშია ნათქვამი, სალომე ზურაბიშვილს საქართველოს მთავრობის განკარგულებით, 2023 წლის 3 აგვისტოს ოფიციალურად, წერილობით ეთქვა უარი გერმანიაში ვიზიტზე. ასევე, განცხადებაში საუბარია სხვა სამუშაო ვიზიტებთან დაკავშირებითაც, რომლებზეც პრეზიდენტს უარი ეთქვა.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი