პრეზიდენტი მთავრობის წინააღმდეგ - დაიწყებს თუ არა მმართველი ძალა იმპიჩმენტის პროცედურას - "ქართული ოცნების" თავმჯდომარე ამბობს, რომ პარლამენტში ამ ეტაპზე სახელისუფლებო გუნდს საკმარისი ხმების რაოდენობა არ აქვს. იმპიჩმენტს 100 დეპუტატის თანხმობა სჭირდება, მაშინ, როდესაც საპარლამენტო უმრავლესობა 84 დეპუტატითაა წარმოდგენილი. ირაკლი კობახიძე დარწმუნებულია, რომ მთავრობის წინააღმდეგ სალომე ზურაბიშვილი მარტო არ მოქმედებს და მას "ნაციონალური მოძრაობისა" იმედი აქვს. ვინ როგორ აფასებს სალომე ზურაბიშვილის გადაწყვეტილებას მთავრობის უარის მიუხედავად მაინც გამგზავრებულიყო ევროპაში და ქვეყნის სახელით გაემართა შეხვედრები, დეტალები რეპორტაჟში.