დეკანოზ გიორგი მამალაძის და მისი ოჯახის უსაფრთხოების დაცვის გარანტირბზეა დამოკიდებული, როდის ისაუბრებს დაკითხვის დროს ბრალდებული სასულიერო პირი საქმის დეტალებზე. 2 საათის წინ კი დეკანოზის დაკითხვის პროცესი განახლდა. ე.წ-ლი მატროსივის ციხეში პროკურორთა ჯგუფი იმყოფება, დაკითხვას ესწრებიან დეკანოზ გიორგი მამალაძის ადვოკატებიც. პროკურორმა ჯარჯი წიკლაურმა ჟურნალისტებთან განმარტება საპყრობილეში შესვლამდე გააკეთა. ნათია კოპალიანი იმყოფება ნომერ მეცხრე სასჯელაღსრულების დაწესებულებასთან და ახლა ბოლო ინფორმაციას მოგვაწვდის.