საერთაშორისო ლიტერატურული ფესტივალი „ზე-კართან“

29 აგვისტო 2023, 20:11 831 ნახვა

მალე მაღალმთიან აჭარაში საერთაშორისო ლიტერატურული ფესტივალი „ ზე- კართან“ გაიმართება. ფესტივალი დაინტერესებულ ადამიანებს 4-5 და6 სექტემბერს, ქედაში, შუახევსა და ხულოში უმასპინძლებს. ფესტივალის მიზანი ლიტერატურის პოპულარიზაციაა. ფესტივალი ტრადიციულად მასპინძლობს მწერლებსა და გამომცემლებს როგორც საქართველოს მასშტაბით,ასევე უცხოეთიდანაც. პროგრამა დატვირთულია ლექციებით, კონცერტებითა და გამოფენებით.იქნება კინოჩვენებაც. წელს მეორედ გაიმართება წიგნების გამოფენა-გაყიდვა, ფესტივალი კი უკვე მეთერთმეტედ ტარდება და წელსაც აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს მიერ გამოცხადებული საგრანტო კონკურსის გამარჯვებულია.

თემო სალუქვაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში