შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის დირექტორის, სოფიო გორგოძის განცხადებით, წელს ყველაზე მეტმა გამოსაცდელმა ქართული ენისა და ლიტერატურის გამოცდის შედეგი გაასაჩივრა, ყველაზე ნაკლებმა კი, ფრანგული ენის გამოცდის შედეგი.
მისივე თქმით, 2023 წელს 128 440 ნაშრომიდან გასაჩივრდა 4 292, რაც აბიტურიენტების ნაშრომების საერთო რაოდენობის მხოლოდ 3,34%-ია.
"პროგრამების რეიტინგულ ჩამონათვალში ცვლილებების შეტანის სურვილის შემთხვევაში, გამოსაცდელები უნდა ეწვიონ საკუთარ სარეგისტრაციო გვერდს. ნებისმიერი ცვლილების შეტანისას (პროგრამების გადანაცვლება, წაშლა, დამატება) აუცილებელია შენახვის ღილაკის გამოყენება და მონაცემების შენახვა, წინააღმდეგ შემთხვევაში ცვლილებები სისტემაში არ აისახება.
შეგახსენებთ, იმ საგნებში, რომლებშიც ტესტის ერთზე მეტი ვარიანტი იყო, ხდება ნედლი ქულების გათანაბრება, რის შედეგადაც ის აბიტურიენტი, რომლის გათანაბრებული ქულაც მინიმალურ ზღვარზე მეტია, აგრძელებს კონკურსში მონაწილეობას. 2023 წელს 128 440 ნაშრომიდან გასაჩივრდა 4 292, რაც აბიტურიენტების ნაშრომების საერთო რაოდენობის მხოლოდ 3,34%-ია. წელს ყველაზე მეტმა გამოსაცდელმა ქართული ენისა და ლიტერატურის გამოცდის შედეგი გაასაჩივრა, ყველაზე ნაკლებმა კი ფრანგული ენის გამოცდის შედეგი. გასაჩივრებული ნაშრომების რაოდენობა საგამოცდო საგნების მიხედვით: ქართული ენა და ლიტერატურა - 1588; ზოგადი უნარები (სომხურ ენაზე) – 37; ზოგადი უნარები (აზერბაიჯანულ ენაზე) – 41; ინგლისური ენა - 754; რუსული ენა - 15; გერმანული ენა - 19; ფრანგული ენა - 2; მათემატიკა - 510; ისტორია - 796; გეოგრაფია - 29; ბიოლოგია - 228; ქიმია - 60; ფიზიკა - 40; ლიტერატურა - 52; ხელოვნება - 7; სამოქალაქო განათლება - 114. შეფასება შეიცვალა სულ 1498 ნაშრომის შემთხვევაში, რაც მთელი ნაშრომების მხოლოდ 1.17%-ია. ქულა მოემატა 1473 ნაშრომს, ხოლო ქულის დაკლება მოხდა 25 ნაშრომის შემთხვევაში. აბიტურიენტებს, რომლებსაც აპელაციის შედეგად შეეცვალათ შეფასება ან უარი თქვეს საპრეტენზიო განაცხადის წარდგენაზე, აპელაციისათვის გადახდილი თანხა წინასწარ გამოქვეყნებულ ვადებში წარმოდგენილი განცხადების საფუძველზე უკან დაუბრუნდებათ”,- აღნიშნა სოფიო გორგოძემ.
როგორც შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის დირექტორმა, სოფიო გორგოძემ დღეს ბრიფინგზე განაცხადა, აბიტურიენტებმა აუცილებელია გაითვალისწინონ, რომ საგანმანათლებლო პროგრამების რეიტინგულ სიაში ცვლილებების შეტანის ვადა 30 აგვისტოს 18:00 საათზე იწურება.
2023 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდების მონაწილეთა აპელაციის შედეგები შეფასებისა და გამოცდების ეროვნულმა ცენტრმა დღეს გამოაქვეყნა.