კენჭისყრის შემდგომ პროცედურებთან დაკავშირებით ოპოზიციასა და მესამე სექტორს გასხვავებული პოზიციები აქვთ. საპროცედურო და იურიდიულ საკითხთა კომისიის ხელმძღვანელი თემურ კახიძე მიიჩნევს, რომ რეგლამენტით გათვალისწინებული მეორე და მესამე კენჭისყრა დღესვე უნდა ჩატარებულიყო. ახალაგაზრდა იურისტთა ასოციაციის თავმჯდომარე კი აცხადებს, რომ უსკოს წევრის პოზიციაზე არჩილ ხაბაძემ ახალი კონკურსი უნდა გამოაცხადოს და კანონის თანახმად, ორი წევრი უნდა წარადგინოს. თავმჯდომარის ასარჩევად განმეორებითი კენჭისყრის ჩატარება კი 14 დღის ვადაშიც არის შესაძლებელი.