პეტიცია ცხოველთა თავშესაფრის აშენების მოთხოვნით

27 აგვისტო 2023, 11:20 947 ნახვა

შინაური ცხოველების კასტრაციისა და სტერილიზაციის უფასო მუნიციპალური პროგრამის შექმნა და ცხოველთა თავშესაფრის აშენება, ამ საკითხზე "საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს“ სამოქალაქო საბჭოების ერთობლივი პეტიციით ქობულეთის მერიას მიმართეს, რისთვისაც 709 ხელმოწერა შეგროვდა.

როგორც პეტიციის ავტორები ამბობენ, ქობულეთის მუნიციპალიტეტში ყველაზე დიდ გამოწვევას მიუსაფარი ცხოველებისთვის თავშესაფრის არარსებობა სახელდება. პეტიციაზე ხელმომწერი მოქალაქეები ამბობენ, რომ მუნიციპალიტეტს არ აქვს შემუშავებული მიუსაფარი ცხოველების მართვის სტრატეგია.  აცხადებენ, რომ  ამ ეტაპზე მუნიციპალური ბიუჯეტიდან ყოველწლიურად  70 000 ლარამდე თანხა მხოლოდ ქუჩის მიუსაფარი ძაღლების პოპულაციის რეგულირების ღონისძიებებში იხარჯება, რაც სრულიად არაეფექტური ხარჯია ქალაქისთვის და არ არის გათვლილი გრძელვადიან პერსპექტივაზე.

პეტიციის მიზანია ქობულეთის მუნიციპალიტეტის მიერ 2024 საბიუჯეტო წლიდან შეიქმნას შინაური ცხოველების სტერილიზაცია-კასტრაციის უფასო მუნიციპალური პროგრამა. 

პროგრამით უფასოდ სარგებლობის შესაძლებლობა უნდა მიეცეს ქობულეთში რეგისტრირებულ ან/და ქობულეთში მუდმივად მცხოვრებ ნებისმიერ დაინტერესებულ პირს.

ლევან ურიდია
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში