ე.წ. აღიარების მე-15 წლისთავი

26 აგვისტო 2023, 14:05 666 ნახვა

რუსეთის მიერ ოკუპირებულ საქართველოს რეგიონებში ე.წ. დამოუკიდებლობის აღიარების მე-15 წლისთავს აღნიშნავენ. ცხინვალში აცხადებენ, რომ, შაბათს, რუსეთიდან და სხვა ქვეყნებიდან 20-ზე მეტი ოფიციალური დელეგაცია უკვე ჩავიდა. ჩამონათვალში დასახელებულია რუსეთის დუმა, ფედერაციის საბჭო.

ცხინვალის ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, რუსეთის დელეგაციას ხელმძღვანელობს რუსეთის ფედერაციის საბჭოს საერთაშორისო საქმეთა კომიტეტის ხელმძღვანელი, გრიგორი კარასინი. მას ახლავს რუსეთის პრეზიდენტის ოფისში ბავშვთა უფლებების კომისარი მარია ლვოვა-ბელოვა, რომელზეც ჰააგის სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლომ დაპატიმრების ორდერი გასცა.

15 წლის წინ, ომის შემდეგ, 2008 წლის 26 აგვისტოს, რუსეთმა საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიები, საერთაშორისო სამართლის უხეში დარღვევით, ე.წ. დამოუკიდებელ სახელმწიფოებად აღიარა და 2014 წლიდან მსგავსი პროცესები უკრაინაში გააგრძელა.

საქართველოს ტერიტორიებთან დაკავშირებით რუსეთის მიერ მიღებული გადაწყვეტილება, მთელ მსოფლიოში, ამ დრომდე მხოლოდ ოთხმა ქვეყანამ გაიზიარა - ნიკარაგუამ, ვენესუელამ, ნაურუმ და სირიამ.

თემო სალუქვაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი