პუტინის ომი უკრაინაში

26 აგვისტო 2023, 14:15 574 ნახვა

რუსეთი უკრაინის ოკუპაციას განაგრძობს. ოკუპანტების სამიზნე ისევ მშვიდობიანი მოსახლეობაა, თუმცა ომში მყოფი ქვეყანა არ ნებდება, რასაც ტაქტიკური მიღწევებიც მოწმობს, მაგალითად ზაპოროჟიეში. უკრაინის თანადგომას განაგრძობს ცივილიზებული სამყაროც.

ფინეთი დახმარების ახალი პაკეტისთვის ემზადება. ამერიკის შეერთებული შტატები კი მზად არის, ოქტომბრიდან F-16 ის პილოტების გაწვრთნა დაიწყოს.

უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი აცხადებს, რომ დიპლომატიური თვალსაზრისით შემოდგომა ნაყოფიერი იქნება.

უკრაინაში ფიქრობენ, რომ პრიგოჟინის სიკვდილი ომის მსვლელობაზე არ იმოქმედებს, ვინაიდან ვაგნერის დაჯგუფება ფაქტობრივად აღარ არსებობს.

თემო სალუქვაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში