სააკაშვილის წინასაარჩევნო კამპანია გრძელდება

24 აგვისტო 2023, 17:51 665 ნახვა

მიხეილ სააკაშვილის წინასაარჩევნო კამპანია გრძელდება. პატიმარი ექს-პრეზიდენტის წარმომადგენელი სოფო ჯაფარიძე ამჯერად მოსახლეობას ბათუმის აგრარულ ბაზარში შეხვდა. ისაუბრეს ქვეყნის ეკონომიკურ მდგომარეობაზე და იმედი გამოთქვეს, რომ პატიმრობაში მყოფი სააკაშვილი მალე თავისუფალი იქნება.  ჯაფარიძე ამბობს, რომ შეხვედრების მიზანი ხალხის აზრის მოსმენაა. შეხვედრაზე იმყოფებოდნენ ნაციონალური მოძრაობის აჭარის ორგანიზაციის წევრები. როგორც ჯაფარიძემ განაცხადა მიხეილ სააკაშვილი თავის პოლიტიკურ გზას მომავალშიც ნაციონალურ მოძრაობასთან ერთად ხედავს.

ნონა დიასამიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში