მასწავლებელი, რომელიც ინოვაციურ პროექტს დანერგავს, დანამატის სახით 500 ლარს მიიღებს

24 აგვისტო 2023, 15:08 1587 ნახვა

ტურისტული სეზონის მიმდინარეობა, მოახლოებული სასწავლო წელი და რეგიონში მიმდინარე ინფრასტრუქტურული პროექტები - ამ საკითხებთან დაკავშირებით ისაუბრა აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ  მთავრობის სხდომის დაწყებამდე.

თორნიკე რიჟვაძის განცხადებით, მიუხედავად ოპოზიციის მცდელობისა, რომ ტურისტული სეზონი ჩავარდნილიყო, წარუმატებელი აღმოჩნდა და გასულ წელთან შედარებით ტურისტული ნაკადი რეგიონში 56%-ით არის გაზრდილი, წელს 45 ტურისტული ობიექტი შეემატა მაღალმთიან აჭარას და სეზონი წარმატებით მიმდინარეობს.

აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტი ინფორმაციით, ბოლო 7 თვის სტატისტიკის მიხედვით აჭარაში 1400-ზე მეტი საერთაშორისო ფრენა განხორციელდა და ბოლო მონაცემებით მილიონზე მეტი ვიზიტი ფიქსირდება.

სხდომაზე აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ მოახლოებულ სასწავლო წელთან დაკავშირებით მობილიზებისკენ მოუწოდა განათლების მინისტრს და მუნიციპალიტეტების მერებს.

ახალ სასწავლო წელს სიახლეებით ხვდება რეგიონი. კერძოდ, შეიქმნება ფონდი პედაგოგებისთვის, რაც ახალი საგანმანათლებლო პროექტების განხორციელების შესაძლებლობას მისცემს მათ და დაუფინანსდებათ საერთაშორისო პროექტებში მონაწილეობა.

თამუნა გაზდელიანი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში