რუსეთის ფედერაციის უშიშროების საბჭოს თავმჯდომარის მოადგილის, დიმიტრი მედვედევის განცხადებას გამოეხმაურა პარტია "დროას" აღმასრულებელი მდივანი გიგა ლემონჯავა. მისი განცხადებით, სამარცხვინო იყო პასუხი, რომელიც ხელისუფლებამ გასცა რუსეთის ფედერაციის წარმომადგენელს, რომლის მიზანსაც ხალხის დაშინება წარმოადგენდა.
''დროას'' ლიდერმა აღნიშნა ისიც, რომ ხელისუფლების წარმომადგენლები და რუსეთის ლიდერები საუბრობენ ერთ ხმაში.
მედვედევის განცხადებაში საუბარი იყო , აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის რუსეთთან შეერთების იდეა შეიძლება განხორციელდეს, თუ დასავლეთი საქართველოში სიტუაციის გამწვავებას გააგრძელებს. მისივე განცხადებით, დასავლეთმა უნდა გაითავისოს, რომ 2008 წელს რუსეთმა შეაჩერა თბილისზე თავდასხმა, როცა მოახერხა საფრთხეების აღმოფხვრა.