“ნაციონალური  მოძრაობის”   ბრალდება

27 თებერვალი 2017, 00:00 2132 ნახვა

აჭარის  განათლების სამინისტროსა და კვირიკეს პირველი საჯარო სკოლის  რეაბილიტაციაზე პასუხისმგებელ კომპანიას შორის კორუფციულ გარიგებაზე საუბრობენ “ნაციონალურ მოძრაობაში”. ლელა ვერულიძის განცხადებით, სკოლის შენობის რეაბილიტაცია 2016 წლის 31 დეკემბერს უნდა დასრულებულიყო,  თუმცა ის ექსპლუატაციაში დღემდე არ შესულა, კომპანიას  კი სამუშაოებისთვის  გათვალისწინებული 590 817 ლარიდან  420 400 ლარი უკვე მიღებული აქვს.  სამინისტროში კორუფციის ბრალდებას უსაფუძვლოს უწოდებენ და   ამბობენ, რომ   კომპანია ვადაგადაცილებისა და პირობების შეუსრულებლობის გამო შავ სიაშია შეყვანილი, ასევე დაეკისრა ჯარიმა და გაცემული თანხა  სამინისტრომ უკან დაიბრუნა. სამინისტროში განმარტავენ სკოლის რეაბილიტაციისთვის კი უახლოეს პერიოდში  ახალი ტენდერი გამოცხადდება.

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი