საერთაშორისო კინოფესტივალი მესტიაში გრძელდება

24 აგვისტო 2023, 11:18 763 ნახვა

მესტიაში მოკლემეტრაჟიანი და მთის ფილმების საერთაშორისო ფესტივალი გრძელდება. მეორე საფესტივალო დღეს მოკლემეტრაჟიანი ფილმების სექციაში წარმოდგენილი იყო ფილმები: „იაპონური ბუდიზმი“, „ბლეიზი“, „მთის ლეგენდები“, „ნურ შამსი“, „მთის დედოფალი“, ხოლო მთის ფილმების სექციაში მაყურებელმა ნახა „მთის მწვერვალზე“ და „მთის გზამკვლევები“. 

როგორც ცნობილია, საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს კინემატოგრაფიის ეროვნული ცენტრის ხელშეწყობით, 22 აგვისტოდან 26 აგვისტოს ჩათვლით, მესტიაში იმართება მოკლემეტრაჟიანი და მთის ფილმების მესამე საერთაშორისო ფესტივალი.

მაყურებელს საშუალება აქვს იხილოს იაპონიიდან, საფრანგეთიდან, ირლანდიიდან, საუდის არაბეთიდან, ყირგიზეთიდან და სხვა ქვეყნებიდან ჩამოტანილი მოკლემეტრაჟიანი ფილმები; მთის ფილმების სექციაში კი ნაჩვენები იქნება იტალიიდან, პერუდან, ბელგიიდან, მაროკოდან, ინდოეთიდან, გერმანიიდან, ესპანეთიდან და სლოვაკეთიდან ჩამოტანილი სრულმეტრაჟიანი ფილმები.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი