ათენში გამართული სამიტი არ იყო ევროკავშირის ღონისძიება და ძირითადი საკითხი გაფართოების თემა არ ყოფილა - საქართველოს საგარეო უწყება

22 აგვისტო 2023, 22:20 757 ნახვა

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, რომ ათენში გამართული სამიტი, რომელზეც მიწვეული იყვნენ უკრაინა და მოლდოვა, ეძღვნებოდა ომის თემას და ღონისძიების ძირითადი თემა არ ყოფილა გაფართოების საკითხი.

ევროინტეგრაციის დეპარტამენტის დირექტორის, არჩილ ყარაულაშვილის  განმართებით ათენში გამართული სამიტი იყო არაფორმალური და არ იყო ევროკავშირის ღონისძიება.

„21 აგვისტოს ათენში გაიმართა არაფორმალური სამიტი, რომელიც მიეძღვნა ცნობილი თესალონიკის სამიტის 20 წლისთავს. ამ შემთხვევაში, ეს არ იყო ევროკავშირის ღონისძიება, არამედ – ბერძნული მხარის. თვითონ ევროკავშირის წარმომადგენლები ამ ღონისძიებაში მონაწილეობდნენ როგორც სტუმრები.

ღონისძიების ძირითადი თემა არ ყოფილა გაფართოება, არამედ იყო უკრაინაში ომი. სწორედ ამიტომ იყვნენ დაპატიჟებული უკრაინა და მოლდოვა. მოლდოვა მიიჩნევა, რომ არის ერთ-ერთი ყველაზე დაზარალებული მხარე ამ ომის გამო. ზოგადად უნდა ითქვას, რომ უკრაინა და მოლდოვა ძალიან ხშირად არიან ომისადმი მიძღვნილ ღონისძიებებზე დაპატიჟებული“, – განაცხადა ყარაულაშვილმა.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი