ბათუმში ცეცხლსასროლი იარაღით სამი ადამიანი დაჭრეს

22 აგვისტო 2023, 20:48 1342 ნახვა

ლუკა ასათიანის ქუჩაზე მეზობლებს შორის დაპირისპირებას სროლა მოჰყვა,დაჭრილია 3 ადამიანი.

დაშავებულები რეფერალურ საავადმყოფოში არიან გადაყვანილი. მედიკოსების ინფორმაციით, ისინი გადაუდებელი მედიცინის განყოფილებაში იმყოფებიან, სადაც მკურნალობა და მონიტორინგი უტარდებათ.

მეზობლების ინფორმაციით, სავარაუდო დამნაშავეც და დაშავებულებიც ამავე ქუჩის მცხოვრებლები არიან. ერთ-ერთი მათგანი ავტოსახელოსნოში მუშაობდა, დაჭრის ფაქტი სწორედ სახელოსნოს ეზოში მოხდა.

შინაგან საქმეთა სამინისტრო 3 ადამიანის დაჭრის ფაქტს ადასტურებს, ადგილზე სამართალდამცველები მუშაობენ, თუმცა რა მუხლით დაკვალიფიცირდა საქმე და აიყვანეს თუ არა სავარაუდო დამნაშავე ჯერჯერობით უცნობია.

სოფიკო მაკარაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში