''მტკიცე  მხარდაჭერის'' მისია 

27 თებერვალი 2017, 00:00 2812 ნახვა

ავღანეთში „მტკიცე მხარდაჭერის“ მისიაში მონაწილე ქართული ქვედანაყოფი ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან და მოსახლეობასთან შეხვედრებს განაგრძობს. საქართველოს შეიარაღებული ძალების III ქვეითი ბრიგადის 32-ე ბატალიონის მეთაური ქაბულის პროვინციაში, ქარა ბაღის რაიონის გამგებელს შეხვდა. მხარეებმა სამხედრო-სამოქალაქო თანამშრომლობის განმტკიცების და ადგილზე არსებული უსაფრთხოების გარემოს შესახებ იმსჯელეს. საუბარი განხორციელებულ და სამომავლოდ დაგეგმილ პროექტებსაც შეეხო

დარინა გარგანჯია
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი