ყოფიერების საზრისი, სიკვდილისა და სიცოცხლის ურთიერთმიმართების საკითხი, გადარჩენის, ხსნის იდეა, მორალი, საკუთარი ადგილისა და ფუნქციის ძიების დაუოკებელი სურვილი - სწორედ ამ საკითხებზე დააფიქრა სპექტაკლმა მაყურებელი, რომელიც ბათუმის ილია ჭავჭავაძის დრამატული თეატრის ექსპერიმენტულ სცენაზე ნახეს.
საპრემიერო ჩვენება დღესაც გაგრძელდება და ხვალ დასრულდება.
„ვიზიტი“ - ასე ჰქვია სპექტალს, რომლის მეშვეობითაც მსახიობი ტიტე კომახიძე მაყურებელმა, რეჟისორის ამპლუაში გაიცნო.
პიესის ავტორი გუგა მგელაძეა. სპექტაკლში 3 მსახიობი მონაწილეობს.